ქუთაისში კორონავირუსისგან 102 წლის ქალი გამოჯანმრთელდა.
ქალი ხანდაზმულთა სახლში დაინფიცირდა. ის კლინიკაში ორი კვირის წინ გადაიყვანეს.
კლინიკის სამედიცინო დირექტორის, ნოდარ მაღლაფერიძის განცხადებით, პაციენტი თავს კარგად გრძნობს და ის კლინიკიდან ხვალ გაეწერება.
ბოლო 24 საათში საქართველოში 3 473 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. განკურნებულთა რიცხვი კი 3 342-ით გაიზარდა.