ამ წუთებში, ავლაბრის რეზიდენციაში საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები იკრიბებიან.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" პრეზიდენტის პრესსამსახურში განუცხადეს, უმრავლესობის წევრებს პრეზიდენტი სააკაშვილი მიიღებს.
შეხვედრა ავლაბრის რეზიდენციაში რამდენიმე წუთში დაიწყება და მასზე ქვეყნის პირველი პირი ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკურ საკითხებზე ისაუბრებს.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს პერიოდულად ხვდება.