საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე საცხოვრებელ ბინაში გაჩენილი ხანძარი უკვე ლოკალიზებულია. მაშველებმა სახლში ერთი კაცის ცხედარი იპოვეს.
ადგილზე ოთხი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი იყო მობილიზებული. ამ დროისთვის ცეცხლის გავრცელების საფრთხე არ არსებობს.
ხანძრის გამომწვევი ზუსტი მიზეზები ამ დროისთვის უცნობია.