"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი ზაალ უდუმაშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლებიდან არ ჩანს, რომ მზად არიან დიალოგისთვის.
"ახლა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ვიზიტის წინ ხელისუფლება ცდილობს თავი ისე წარმოაჩინოს თითქოს დიალოგისთვისაა მზად. მაგრამ მე ჯერ ეს მზაობა ვერ დავინახე და ვერცერთი ნაბიჯი. თუ ხელისუფლება დაჯდება მაგიდასთან სალაპარაკოდ გვექნება ჩვენი პირობები რაზე უნდა ვისაუბროთ. ჩვენი მოთხოვნებია ხელახალი არჩევნები, კომისიის ცვლილება“, - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე თქვა, რომ დიალოგი თითოეული პოლიტიკური ძალის პასუხისმგებლობაა და ქვეყნის ბედი ქუჩაში არ უნდა წყდებოდეს.