28-29 ოქტომბერს საქართველოს მონტენეგროს საგარეო საქმეთა მინისტრი მილან როსენი ეწვევა.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ აღნიშნა, ვიზიტის ფარგლებში იგი ქართველ კოლეგას, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს გრიგოლ ვაშაძეს შეხვდება.
შეხვედრის ფარგლებში საქართველოსა და მონტენეგროს შორის ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობის საკითხები განიხილება.