საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს ეხმიანება.
ელჩის განცხადებით, ევროკავშირი მიესალმება პოლიტიკური ლიდერებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მოწოდებებს დიალოგისკენ.
"მივესალმებით პოლიტიკური ლიდერებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ბოლოდროინდელ მოწოდებებს დიალოგისკენ, გადაიჭრას არსებული გამოუვალი მდგომარეობა და გამყარდეს დემოკრატიული დღის წესრიგი. ევროკავშირის წარმომადგენლობა და შეერთებული შტატების საელჩო კვლავ მზად არიან მხარდაჭერისთვის", - წერს კარლც ჰარცელი მიკრობლოგ "ტვიტერზე".