"დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" ლიდერი ნინო ბურჯანაძე "მთავარი არხის" ეთერში საუბრისას აცხადებს, რომ ოპოზიცია არ აპირებს ბრძოლის შეწყვეტას და ივანიშვილისთვის ქვეყნის ჩაბარებას.
ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ მმართველმა პარტიამ არჩევნები შავ სამყაროს ჩაატარებინა.
ერთ-ერთი მომხრე, რომელსაც პოლიციასთნ პრობლემები ჰქონდა, ლამის მოკლეს ცემით, როგორ გაბედე ბურჯანაძისთვის მხარდაჭერა და დახმარეობაო. როგორ ატარებინებდნენ შავ სამყაროს არჩევნებს და ისე, ძაან დიდი ბოდიში, ეს შავი სამყაროც ჩამოყალიბდეს ბოლოს და ბოლოს შავია თუ წითელი. სირცხვილია, ამაზრზენი ხდება ეს ყველაფერი, როცა ქვეყანაში არაფერს თავის ადგილი აღარა აქვს... არაფერს თავისი სახელი აღარ ჰქვია, პოლიტიკოსს პოლტიკოსის ადგილი არ უკავია, პრეზიდენტს პრეზიდენტის ადგილი არ უკავია, ქურდს ქურდის ადგილი, პოლიციელს პოლიციელის ადგილი. რა გახდა ბოლოს და ბოლოს, რომ ამ ქვეყანაში ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას," - ამბობს ბურჯანაძე.