საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამჯერად იმ სამართალდამცავებზე საუბრობს, რომლებიც აქციებზე იმყოფებიან.
სააკაშვილი ამბობს, რომ პოლიციელებისა და სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლების სახელები, გვარი და მისამართები უნდა გამოქვეყნდეს და მათ სახლებთან უნდა მიაკითხონ.
სააკაშვილის ფიქრობს, რომ ოპოზიციურად განწყობილი მოქალაქეებისთვის ბრძოლის ერთ-ერთი მეთოდი უნდა გახდეს მათი ოჯახის წევრების მიმართ მორალური წნეხის განხორციელება, რაც საბოლოო ჯამში "ქართული ოცნების" ხელისუფლებასთან ბრძოლის ერთ-ერთი გამორჩეული მეთოდი იქნება, რადგან მისი აზრით, "ოცნება" ამ შემთხვევაში სამართალდამცავებს უკანონოდ იყენებს.
"ჩვენ გვაქვს ყველა ამ პოლიციელის ტელეფონის ნომერი, ბევრმა თქვენგანმა იცის სად ცხოვრობენ. ჩვენ უნდა მივიდეთ მათ სახლებთან, ველაპარაკოთ მათ მშობლებს. უნდა გავუკეთოთ წარწერები- აქ ცხოვრობს რატომ დამიჭირე? რატომ მცემე? რატომ მჩაგრავ? რატომ ემსახურები საქართველოს მტერს?". პატარა ქვეყანა ვართ, ყველა ყველას კარგად იცნობს. ჩვენ უნდა ყველა პოლიციელის ოჯახში მივიდეთ და ვუთხრათ, ან თქვენ ხართ საქართველოს მხარეს, ან თქვენ ხართ საქართველოს მტრის მხარეს და ივანიშვილი ალბათ მოასწრებს მოქუსვლა-გაქუსვლას და თქვენ უნდა იცხოვროთ საქართველოში და გარდა იმისა, რომ სისხლის სამართლის დანაშაული არ უნდა ჩაიდინოთ და არავის ციხეში გაშვების ხალისი და სურვილი აღარ იქნება იმედია ნორმალური მთავრობის პირობებში, თქვენ უბრალოდ შერცხვებით, თქვენი შვილები და შვილიშვილები შერცხვებიან იმიტომ, რომ თქვენ ართმევდით სხვის შვილებს და შვილიშვილებს და საკუთარსაც მომავალს”, - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.