სომხეთის პრემიერ მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან ერთად ხელი მოაწერა ყარაბაღში ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას.
შეთანხმება
1. 2020 წლის 10 ნოემბრის 00:00 საათიდან, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ცხადდება სრული ცეცხლის შეწყვეტა და ყველა საომარი მოქმედების დასრულება - აზერბაიჯანი და სომხეთი რჩებიან მათ მიერ დაკავებულ პოზიციებზე.
2. 2020 წლის 20 ნოემბრამდე აზერბაიჯანს დაუბრუნდება აღდამის მხარე და სომხეთის მიერ დაკავებული აზერბაიჯანის ტერიტორიები გაზახის რაიონში.
3. მთიანი ყარაბაღის გამყოფი ხაზისა და ლაჩინის დერეფნის გასწვრივ გალნაგდება რუსეთის სამშვიდობო კონტიგენტი - 1 960 სამხედრო მოსამსახურე მცირე შეიარაღებით, 90 ჯავშანტექნიკითა და 380 ერთეული საავტომობილო და სპეციალური ტექნიკით.
4. რუსეთის სამშვიდობო კონტიგენტი სომხეთის შეიარაღებული ძალების გასვლის პარალელურად განლაგდება. რუსეთის კონტიგენტის ამ ტერიტორიაზე განლაგების ხანგრძლივობა 5 წლით განისაზღვრა. ამ ვადის გასვლამდე 6 თვით ადრე მხარეები თუ არ განაცხადებენ ამ მოცემულობის შეწყვეტის შესახებ, კონტიგენტის განლაგების ვადა კიდევ 5 წლით ავტომატურად გახანგრძლივდება.
5. კონფლიქტის მონაწილე მხარეების მიერ შეთანხმებების შესრულებაზე კონტროლის ეფექტურობის გაზრდის მიზნით, შეიქმნება სამშვიდობო ცენტრი, რომელიც ცეცხლის შეწყვეტას გააკონტროლებს.
6. სომხეთის 2020 წლის 15 ნოემბრამდე აზერბაიჯანს დაუბრუნებს ქელბაჯარის რაიონსა და 2020 წლის 1 დეკემბრამდე ლაჩინის რაიონს. თუმცა სომხეთი დატოვებს ლაჩინის დერეფანს (5 კმ სიგანე), რაც უზრუნველყოფს მთიანი ყარაბაღის სომხეთთან დაკავშირებას და არ შეეხება ქალაქ შუშას.
მხარეთა შეთანხმებით, მომდევნო სამ წელიწადში განისაზღვრება ლაჩინის დერეფნის გასწვრივ ახალი სატრანსპორტო მარშრუტის გეგმა, რომელიც უზრუნველყოფს კომუნიკაციას სტეპანაკერტსა და სომხეთს შორის, სადაც რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტის განლაგდება ამ მარშრუტის დასაცავად.
აზერბაიჯანის რესპუბლიკა უზრუნველყოფს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გარანტიას
7. იძულებით გადაადგილებული პირები და ლტოლვილები ბრუნდებიან მთიანი ყარაბაღისა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის ოფისის კონტროლის ქვეშ.
8. მხარეებს შორის სამხედრო ტყვეების, სხვა დაკავებული პირებისა და გარდაცვლილთა ცხედრების გაცვლა მოხდება.
9. რეგიონში ყველა ეკონომიკური და სატრანსპორტო კავშირი განიბლოკება. სომხეთის რესპუბლიკა უზრუნველყოფს სატრანსპორტო კავშირებს აზერბაიჯანის რესპუბლიკის დასავლეთ რეგიონებსა და ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკას შორის, რათა ორგანიზება გაუწიოს მოქალაქეების, მანქანებისა და ტვირთების შეუფერხებელ გადაადგილებას ორივე მიმართულებით. ტრანსპორტის კონტროლს განაახორციელებენ რუსეთის უსაფრთხოების სამსახურის ორგანოები.
ამ გადაწყვეტილებას სომხეთის დედაქალაქში არეულოება მოჰყვა, რომელიც ამ დრომდე გრძელდება. ათასობით დემონსტრანტი ქუჩაშია გამოსული, მათ დაიკავეს მთავრობისა და პარლამენტის შენობები. დემონსტრანტები ფაშინიანისა და მთავრობის გადადგომას მოითხოვენ.
ფოტო: AP