აზერბაიჯანის მოსახლეობა ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას საზეიმო განწყობით შეხვდა. მოქალაქეები ქუჩებში გამოვიდნენ და ერთმანეთს ომის დასრულებას ულოცავენ.
მას შემდეგ რაც პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ყარაბაღში ომის დასრულების შესახებ შეთანხმების ხელმოწერის შესახებ განაცხადა, ბაქოს მცხოვრებლები ქუჩებში დროშებით გამოვიდნენ და სახალხო ზეიმი მოაწყვეს.
კომენდანტის საათის მიუხედავად, ბაქოელები ღამის ოთხ საათზე გარეთ გამოვიდნენ და დედაქალაქის ცენტრში შეკრება დაიწყეს.
სომხეთის პრემიერ მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან ერთად ხელი მოაწერა ყარაბაღში ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას.
განცხადების თანახმად, ცეცხლი სრულად 10 ნოემბრიდან შეწყდება, აზერბაიჯანი და სომხეთი გაჩერდებიან დაკავებულ პოზიციებზე, ასევე გაცვლიან ტყვეებს, აგრეთვე ყარაბაღში განლაგდებიან რუსი მშვიდობისმყოფელები. სომხეთის პრემიერმა ნიკოლ ფაშინიანმა "ფეისბუქზე" დაწერა, რომ ეს შეთანხმება მისთვის უკიდურსად მძიმე გადაწყვეტილება იყო.
ამ გადაწყვეტილებას სომხეთის დედაქალაქში არეულოებები მოყვა, რომელიც ამ დრომდე გრძელდება. ათასობით დემონსტრანტი ქუჩაშია გამოსული, მათ დაიკავეს მთავრობისა და პარლამენტის შენობები.



