სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან ერთად ხელი მოაწერა განცხადებას, მთიან ყარაბაღში ომის დასრულების შესახებ.
ამის შესახებ განცხადებას ნიკოლ ფაშინიანი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
"ამ განცხადების ტექსტი ჩემთვის და ჩემი ხალხისთვის უაღრესად მტკივნეულია. ეს გადაწყვეტილება მივიღე სამხედრო ვითარების სიღრმისეული ანალიზის შემდეგ, და ეფუძნება რწმენას, რომ შექმნილ მდგომარეობაში უალტერნატივო გადაწყვეტილებაა", - წერს ფაშინიანი.
სომხეთის პრემიერ მინისტრის თქმით, ომის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება არც გამარჯვებაა და არც მარცხი.
"ჩვენ საკუთარ თავს დამარცხებულს ვერასდროს ვაღიარებთ და ეს უნდა იყოს ჩვენი ეროვნული ერთიანობის, აღორძინების ეპოქის დასაწყისი. ჩვენ უნდა გავაანალიზოთ ჩვენი დამოუკიდებლობის წლები, რათა დავგეგმოთ ჩვენი მომავალი და არ გავიმეოროთ წარსულის შეცდომები", - დასძნა პაშინიანმა.