აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ მთიან ყარაბაღში მშვიდობისმყოფელებს რუსეთი და თურქეთი განალაგებს.
როგორც ცნობილია, რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებმა ხელი მოაწერეს ყარაბაღში ომის დასრულების ერთობლივ განცხადებას.
განცხადების თანახამდ, ცეცხლი სრულად 10 ნოემბრიდან შეწყდება, აზერბაიჯანი და სომხეთი გაჩერდებიან დაკავებულ პოზიციებზე, ასევე გაცვლიან ტყვეებს, აგრეთვე ყარაბაღში განლაგდებიან რუსი მშვიდობისმყოფელები.
სომხეთის პრემიერმა ნიკოლ ფაშინიანმა "ფეისბუქზე" დაწერა, რომ ეს შეთანხმება მისთვის უკიდურსად მძიმე გადაწყვეტილება იყო.
ამ გადაწყვეტილებას სომხეთის დედაქალაქში არეულოებები მოყვა, რომელიც ამ დრომდე გრძელდება. ათასობით დემონსტრანტი ქუჩაშია გამოსული, მათ დაიკავეს მთავრობისა და პარლამენტის შენობები. აქციის მონაწილეები ითხოვენ ფაშინიანისა და მთელი მთავრობის გადადგომას.