ერევანში საპროტესტო აქციის მონაწილეებმა სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარეს არარატ მირზოიანს სცემეს.
კონფლიქტი აქციის მონაწილეებსა და მირზოიანის დაცვის წვერებს შორის მოხდა. თავად პარლამენტის თავმჯდომარე ავტომობილში იმყოფებოდა, თუმცა მომიტინგეებმა ის მანქანიდან გადმოიყვანეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ.
სომხეთის პრემიერ მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან ერთად ხელი მოაწერა ყარაბაღში ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას.
განცხადების თანახმად, ცეცხლი სრულად 10 ნოემბრიდან შეწყდება, აზერბაიჯანი და სომხეთი გაჩერდებიან დაკავებულ პოზიციებზე, ასევე გაცვლიან ტყვეებს, აგრეთვე ყარაბაღში განლაგდებიან რუსი მშვიდობისმყოფელები. სომხეთის პრემიერმა ნიკოლ ფაშინიანმა "ფეისბუქზე" დაწერა, რომ ეს შეთანხმება მისთვის უკიდურსად მძიმე გადაწყვეტილება იყო.
ამ გადაწყვეტილებას სომხეთის დედაქალაქში არეულოებები მოყვა, რომელიც ამ დრომდე გრძელდება. ათასობით დემონსტრანტი ქუჩაშია გამოსული, მათ დაიკავეს მთავრობისა და პარლამენტის შენობები.