დასავლეთის სახელმწიფოები ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგს თუ დაუჭერენ მხარს, თუ მათ სურთ, რომ ეს დიალოგი იყოს ეფექტიანი შედეგის მომტანი, მაშინ ამ დიალოგის აუცილებელი მონაწილეები უნდა იყვნენ დიქტატორი ივანიშვილი და პრეზიდენტი სააკაშვილი, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბარამიძე "ფეისბუქზე" წერს.
"თუ დასავლეთის სახელმწიფოები ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგს დაუჭერენ მხარს, თუ მათ სურთ, რომ ეს დიალოგი იყოს სრულფასოვანი და ეფექტიანი შედეგის მომტანი, მაშინ ამ დიალოგის აუცილებელი მონაწილეები (სხვებთან ერთად) უნდა იყვნენ ორივე მხარის, რეალურად ყველაზე ძლიერი, ფიგურებიც, ანუ პირადად დიქტატორი ივანიშვილი და პრეზიდენტი სააკაშვილი.
ამისთვის საჭიროა მათი (დასავლეთის სახელმწიფოთა) მონდომება და ხელისუფლების ნება დამდგარი პოლიტიკური (პანდემიურ, ეკონომიკურ, სოციალურ, სავალუტოსთან ერთად) კრიზისი ცივილიზებულად და დემოკრატიულად დაიძლიოს", - წერს ბარამიძე.