"ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარის განცხადებით, დღეს აქციაზე ღამის გათენების აუცილებლობა არ დგას. ნინო ბურჯანაძე ამბობს, რომ ოპოზიცია სამოქმედო გეგმას, რომელზეც კონსულტაციების ფარგლებში შეჯერდნენ, აქციის მიმდინარეობს დროს გააცნობენ მოქალაქეებს.
ნინო ბურჯანაძე ამბობს რომ არჩევნების მეორე ტურამდე აქციები ისევ გაიმართება.
"22:00 საათის შემდეგ დაწესებულ შეზღუდვებთან დაკავშირებით, ადამიანები თავად მიიღებენ გადაწყვეტილებას და არანაირი იმპერატიული გადაწყვეტილებები პარტიების მხრიდან არ იქნება. დღეს ღამის გათევის აუცილებლობა არ არის, ეს არის ადამიანების სურვილზე დამოკიდებული. პრინციპი არ არის, გინდა თუ არა ადამიანებს მოუწოდო და ჩააყენო უხერხულ მდგომარეობაში, რომ დარჩნენ. მთავარია, შემდგომი მოქმედების ნაბიჯები არის გათვლილი, რას ვაკეთებთ ამ ხნის განმავლობაში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ცესკომ მშვიდად ვერ შეძლოს შემაჯამებელი ოქმებზე მუშაობა, ძალიან მნიშვნელოვანა მეორე ტურების თარიღი. რა თქმა უნდა, ყველას გვინდა რომ დროულად მოხდეს ხელახალი არჩევნების დანიშვნა, მაგრამ ისიც გვესმის, რომ ეს არ არის ერთდღიანი და ორდღიანი პროცესი", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.