პოლიტიკურ პროცესს ვერავინ შეაჩერებს ქვეყანაში, იმიტომ რომ პარლამენტის არჩევნები ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია, - განაცხადა NCDC-ის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ.
მისი თქმით, ამის მიზეზი ის არის, რომ ეს არჩევნები ქვეყნის განვითარებას განსაზღვრავს 4-5 წლის განმავლობაში
"ყველამ ვიცით, არ ვმალავთ რომ ეს შეკრებები ცუდად მოქმედებს პანდემიაზე, პირდაპირ გეტყვით, პოლიტიკური პროცესი დღეს ხელს უშლის პანდემიასთან აქტიურ ბრძოლას, მაგრამ პოლიტიკურ პროცესს ვერავინ ვერ შეაჩერებს ქვეყანაში, იმიტომ რომ პარლამენტის არჩევნები ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია და ჩვენი ქვეყნის განვითარებას განსაზღვრავს 4-5 წლის განმავლობაში. ამ პროცესს ვერავინ ვერ გააჩერებს, მეორეს მხრივ, დაგვანებეთ ექიმებს თავი, ჩვენი საქმე გვაკეთებინეთ, გუშინ რაც ბატონმა გვარამიამ პირადად ჩემდამი იკადრა, მე მას პასუხს არ ვცემ, სულ ცდილობენ, რომ პოლიტიკურ პროცესში ჩამითრიონ, არა ბატონო, მე აპოლიტიკური პიროვნება ვარ. გუშინ კითხვა დასმული იყო ჩემდამი პოლიტიკური ქვეტექსტით, არ გავეცი პასუხი, მერე ძალიან ცუდი განმარტებები გააკეთა, იცის ამ არხის დირექტორმა, არ ვეხები მე მას. ერთ უბრალო ქართულ ანდაზას ვიხმარ- ვიღაცისგან წიხლი არაა საწყენიო, აღარ დავაკონკრეტებ, ასე შევუთვლი დღეს, საკმაო პოლიტიკური გამოცდილება მაქვს, განა არ შემიძლია პასუხი, მაგრამ დღეს ვარ აპოლიტიკური, არ ვერევი", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.