არასამთავრობო ორგანიზაცია „უფლებები საქართველო“ 9 ნოემბერს, ცესკოს შენობასთან აქციაზე დაშავებულ ჟურნალისტებს სამართლებრივ დახმარებას სთავაზობს.
იურიდიული დახმარების მისაღებად, ორგანიზაციასთან დაკავშირება შესაძლებელია შემდეგ ტელეფონის ნომრებსა და ელ-ფოსტაზე: 577 62 88 02 ან 555 21 66 21; office@rights.ge
„უფლებები საქართველო“ გამოთქვამს მზადყოფნას სამართლებრივი დახმარება გაუწიოს ყველა იმ ჟურნალისტს, საჯარო თუ კერძო პირს, რომელთა მიმართაც მოხდა ძალადობა, პროფესიული საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა ან გამოხატვის თავისუფლების უკანონოდ შეზღუდვა.