იმედზე ატრიალებენ 7 ნოემბრის კადრებს და მე მინდა შევახსენო ყველას, 7 ნოემბრის შემდეგ, აქციის დაშლის შემდეგ, მე გადავდექი პრეზიდენტის პოსტიდან. ამათ მოაწყვეს 20 ივნისი და გახარია დააწინაურეს, - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი და აღნიშნავს, რომ 2012 წელს ნაციონალურმა მოძრაობამ წააგო არჩევნები და მშვიდობიანად გადასცა ძალაუფლება.
"ახლა რასაც ისინი შვებიან, რომ დაიწყეს ძალადობის პირდაპირ გამოყენება და თან ამას ამართლებენ რაღაც ისტრიული პრეცენდენტებით. იმედზე ატრიალებენ 7 ნოემბრის კადრებს და მე მინდა შევახსენო ყველას, 7 ნოემბრის შემდეგ, აქციის დაშლის შემდეგ, მე გადავდექი პრეზიდენტის პოსტიდან.
ამათ მოაწყვეს 20 ივნისი და გახარია დააწინაურეს. მე მინდა შევახსენო ყველას, ვისაც ისტორია არ ახსოვს. 2012 წელს მე სრულიად მშვიდობიანად გადავეცი ძალაუფლება. ნაციონალურმა მოძრაობამ წააგო არჩევნები და მშვიდობიანად გადავეცით ძალაუფლება.
ივანიშვილმა ახლა წააგო არჩევნები და ის არ აპირებს ძალაუფლების გადაცემას და აპირებს ძალადობით შეინარჩუნოს ეს ძალაუფლება.
არ გამოუვა და რაც უფრო მეტად შეეცდება ამას, მით უფრო ცუდად, ძალიან ცუდად დაამთავრებს", - ამბობს სააკაშვილი ვიდეომიმართვაში.