ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერის ნიკა მელიას თქმით, საპროტესტო აქციები რუსთაველის გამზირიდან ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან გადაინაცვლებს და გაგრძელდება მანამ, სანამ არ დაინიშნება ხელახალი არჩევნები.
"ჩვენ ახლა, ყველამ ერთად, ვინც კი ვართ, ძალიან ბევრნი ვართ, უნდა გადავინაცვლოთ და წავიდეთ და კომენდანტის საათი და დავუწესოთ ცესკოს შენობას. ვერავინ იქ ვეღარ შევა და ვერავინ იქიდან ვეღარ გამოვა, სანამ არ ჩაინიშნება ახალი არჩევნები. იქ ვიდგებით ყველანი. როგორც არასოდეს უკანასკნელი წლების განმავლობაში არ ყოფილა ისეთი მასშტაბური მსვლელობა აი, ახლა რომ დაიწყება. შორია, ახლოს არ არის, მაგრამ ახლოს არის გამარჯვება," - განაცხადა ნიკა მელიამ.
ოპოზიციამ ქართულ ოცნებას 20:00 საათამდე მისცა დრო, გადაეყენებინა თამარ ჟვანია და დაენიშნა ხელახალი არჩევნები. ცესკოს პიკეტირების შესახებ განცხადება მელიამ სწორედ მოთხოვნის ვადის გასვლის შემდეგ გააკეთა.