ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის პროტესტი ისევ გრძელდება. აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში ხელახალი არჩევნების ჩატარებაა. ასევე ცესკოს თავმჯდომარის გადაყენება. ამ მიზნით ოპოზიციამ ბოიკოტი გამოაცხადა და პარლამენტში შესვლაზე უარი თქვა.
"ჩვენ დღეს ვდგავართ აქ გაბრაზებულები. ჩვენ დღეს ვდგავართ, შეურაცხყოფილები. ცოტა გაოცებულებიც ვდგავართ, რადგანაც ვერც ერთი გაკვეთილი ვერ ისწავლა, ამ ხალხმა ისტორიის. ვერ ისწავლა იმის გაკვეთილი, რომ ქართველ ხალხს ვერ დაამონებ. ეს თვალნათლივ ჩანდა მთელი ჩენი ისტორიის განმავლობაში. როგორ შეიძლება ამ ხალხი ხელსუფლება გერქვას და საერთოდ ვერ გრძნობდე ამ საზოგადოებას. როგორ შეიძლება საკუთარ თავს ამ ხალხის მთავრობას უწოდებდბე და საერთოდ არ იცოდე ამ ხალხის ისტორია. ჩვენ აქ ვდეგვართ ამდენი ხნის განმავლობაში და არც ერთხელ არ წაუგია ქართულ საზოგადოებას..... მე მინდა მივმათო ამა მარტო ამ მიტინგს, არამედ იმ ბევრ ადამიანს, ვინც ტელევიზიით გვისმენს. მე მინდა მივმართო იმ ადამიანს ვინც ქართული ოცნება შემოხაზა, მათ შორის. კიდევ კარგი რომ ჩვენ აქ დგევართ. ჩვენი პროტესტი რომ არ ყოფილიყო, რა საქართველოშ გაიღვიძებდა საქართველოს თითოეული მოქალაქე. იმ საქართველოში გაიღვიძებდა სადაც აი, ის, მოკრიმინალო, ისტერიული ელემენტები მიადგებოდნენ ყველა ადამიანს და რასაც უნდოდა იმას მოსთხოვდნენ..... ეს ყველას შეეხებოდა მნიშვნელობა აქ აქვს რა და ვინ შემოხაზა....არ გვინა ჩვენს ეს. ოპოზიციამ დღე აჩვენა პრინიცპულობა და აჩვნა ის რასაც ვთხოვდით წლების განმავლობაში, დაიცავი შენი მოქალაქის ხმა. ოპოზიციამ აჩენა რომისინი არ გაიყიდებიან... გუშინ თუ ოპოზიცია შემოხაზე დღეს დადექი მათ გვერდით ან გამოდმით. და ბოლოს მე მინდა მივმართო უცხოელ პარტიორებს. მადლობა თანადგომისთვის და ერთი რამ მინდა გიხრათ და ეს ისოცდეთ - როდესაც რუსთაველი ასე ივსება, როდესაც ქართველი ერის მოთმინების ფიალა ივსება, არ ყოფილა რომ ამ ხალხს გამარჯვებისთვის არ მიეღწიოს. დროზე დადექით ამ ხალხის გვერდით", - თქვა მარგველაშვილმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას.
ოპოზიციამ ბიძინა ივანიშვილს მისცა დრო 20:00 საათამდე, რათა გადააყენოს ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჯვანია და დანიშნოს ხელახალი არჩევნები.