8 საათამდე ივანიშვილმა გადააყენოს თამარ ჟვანია და შევხვდებით ხელახალ არჩევნებზე სასაუბროდ. განაცხადა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე.
მისი თქმით, თამარ ჟვანიას გადაყენების შემდეგ, ოპოზიცია მზად იქნება, ქართველი ხალხის სახელით, შეხვდეს ბიძინა ივანიშვილს და მოელაპარაკოს ხელახალი არჩევნების დანიშვნის შესახებ.
"საღამოს 8საათამდე ჩამოყალიბდეს ივანიშვილი, გადააყენოს ჟვანია, ქალბატონი გამყალბებელი და თქვენის სახელით, ოპოზიციის წარმომადგენლები მზად ვართ, შევხვდეთ ივანიშვილს ახალი არჩევნების ჩატარების თაობაზე. ივანიშვილო, საქართველოს არის ეს, საქართველო არ ხარ შენ. შენ ხარ უზურპატორი და უზურპატორი წავა და თუ არ წავა, გაგიშვებთ. უკან დასახევი გზები, ჩახერგილია. ყველაფერი ფარსი, ფლიდობა და თვალთმაქცობა იქნება, თუ ჩვენ იმ თავზე ლაფის დასხმას, ღირსების აყრას, დამცირებას შევუშინდებით და არ წავალთ ბრძოლაში წინ. რვა საათამდე ივანიშვილს აქვს დრო", - განაცხადა მელიამ.
ოპოზიციური პარტიები, მათ მხარდამჭერები, სამოქალაქო აქტივისტები და მოქალაქეები არჩევნების შედეგებს პროტესტებენ.
შეგახსენებთ, ყველა ოპოზიციურმა პარტიამ არჩევნების შედეგებს ბოიკოტი გამოუცხადა და საპარლამენტო მანდატებზე უარი თქვა.