გამოჩენილი ქართველი მსახიობი გივი ბერიკაშვილი თბილისის საპატიო მოქალაქის წოდებით დაჯილდოვდა.
77 წლის მსახიობს ეს წოდება "მარჯანიშვილის" სახელობის თეატრის სცენაზე მიანიჭეს.
სპექტაკლ "პაგმილიონში" ბერიკაშვილმა ქალაქის მთავრის როლი კიდევ ერთხელ ითამაშა.
მისი თქმით, ეს წოდება მისთვის ძალიან საამაყო და სასიხარულოა.
გივი ბერიკაშვილს კინოში 37-მდე, ხოლო თეატრში 70-მდე როლი აქვს შესრულებული.
მერიის ინიციატივით, თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება კულტურის სხვა მოღვაწეებსაც მიენიჭათ.
საპატიო მოქალაქეები გახდნენ: რეჟისორი თემურ ჩხეიძე, თეატრმცოდნე ნათელა ურუშაძე, ლიტერატორი გასტონ ბუაჩიძე და მომღერალი თემურ წიკლაური.