საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია შეერთებული შტატების არჩეულ პრეზიდენტს ჯო ბაიდენს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს. ამის შესახებ გახარია მიკრობლოგ "ტვიტერზე" წერს.
"ქართველი ხალხის სახელით გამარჯვებას ვულოცავ, საქართველოს დიდი ხნის მეგობარს, შეერთებული შტატების არჩეულ პრეზიდენტს ჯო ბაიდენსა და არჩეულ ვიცე-პრეზიდენტს კამალა ჰარისს. ველით, ჩვენი მტკიცე მეგობრობისა და სტრატეგიული პარტნიორობის გაგრძელებას", - წერს გახარია.