ევროპული საქართველოს ლიდერებმა, გიგა ბოკერიამ და სერგი კაპანაძემ ერთობლივი ბრიფინგი გამართეს, სადაც 2020 წლის არჩევნების გაყალბების მასშტაბი შეადარეს წინა ორ საპარლამენტო არჩევნებს.
"ძალიან დიდია განსხვავება წინა წლებში არსებულ ანალოგიურ დარღვევებს შორის, აქ საუბარია ორი ტიპის პრობლემაზე, ერთი ეს არის ე.წ ბიძინას კაუსელი, სადაც ხმების გაკონტროლებ ხდება კარუსელის მეშვეობით და მეორე ეს არის ჩაყრილი ბიულეტენები, ანუ სადაც ხდება უბრალოდ ბიულეტენების დამატება მმართველი პარტიის სასარგებლოდ.
მაგალითად, უბნების რაოდენობა, სადაც დაუბალანსებელი იყო რიცხვები, არის გაზრდილი, 2012 და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით, დაახლოებით 20%-ით არის გაზრდილი ეს მონაცემი ამ არჩევნებზე.
ცარიელი კონვერტების რაოდენობა, რაც მიუთითებს კარუსელების არსებობას არის გაზრდილი 300%-ით წინა არჩევნებთან შედარებით, ანუ დრამატული სხვაობაა, აქ არ არის საუბარი, რომ მხოლოდ ერთეული შემთხვევაა განსხვავება.
ასევე, ეფექტი, რომელიც შეიძლება დამდგარიყო ამ კარუსელების გამო, არის ასევე 3-ჯერ მეტი. ანუ დაახლოებით 210 000 ხმა იყო გაკონტროლებული ამ არჩევნებზე. ასევე გაზრდილია იმ უბნების რაოდენობა, სადაც მოხდა ასეთი ტიპის კარუსელების ამოქმედება წინა 2 არჩევნებთან შედარებით.
ასევე საგულისხმოა ჩაყრილი ბიულეტენები, თუ მაგალითად, 2016 წელს იყო 49 უბანი, ეხლა არის 5-ჯერ მეტი, ანუ 2019 უბანი.
ამ არჩევნების დროს მოხდა მასშტაბური გაყალბება, იყო ისეთი ტიპის კარუსელები, რომლებმაც გავლენა მოახდინა არჩევნების შედეგზე ფუნდამენტურად, გავლენა იყო დრამატული, რამაც შეცვალა ბალანსი იმას შორის, თუ ვინ მიიღო ხალხის მანდატი ქვეყნის სამართავად", - განაცხადა კაპანაძემ.
