ხვალ, 17 ნოემბერს 17:00სთ-ზე ფონდის „ღია საზოგადოება-საქართველო" ოფისში ახალი ბიბლიოთეკა გაიხსნება. ბიბლიოთეკაში, დაინტერესებულ მკითხველს საშუალება ექნება გაეცნოს უახლეს ლიტერატურას სოციო-პოლიტიკურ, იურიდიულ და სამედიცინო თემებზე.
ბიბლიოთეკა მოიცავს ათასამდე სხვადასხვა თემატიკის წიგნს. ლიტერატურის ძირითადი რაოდენობა პოლიტიკურ-სოციალური თემატიკისაა და განსაკუთრებით საინტერესოა სოციალური მეცნიერებებით დაინტერესებულ პირთათვის. გარდა ამისა, ბიბლიოთეკა საკმაოდ მდიდარია იურიდიულ და სამედიცინო სეგმენტში მომუშავე პირებისთვის საჭირო ლიტერატურითაც. ბიბლიოთეკაში ასევე მოიპოვება უახლესი დროის გამოცემები, სოციოლოგიური და პოლიტოლოგიური ნაშრომები, მხატვრული ლიტერატურა. ლიტერატურის ძირითადი ნაწილი ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზეა.