ყველა ნორმის დაცვით უნდა გაგრძელდეს მთელი ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციები. ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტი, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილი "ფეისბუქზე" წერს.
მისი თქმით, ის დარწმუნებულია, რომ ახლა ხდება ციფრების ხელოვნურად გაბერვა, რათა ქვეყანა ჩაკეტონ.
"კორონას ყველა უნდა გავუფრთხილდეთ, რა თქმა უნდა, დავიცვათ ყველა სანიტარული ნორმა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ახლა ხდება ხელოვნურად გაბერვა ციფრების, რათა ქვეყანა ჩაკეტონ და ხალხმა არ დაიბრუნოს მათგან მოპარული არჩევნები. ამიტომ ყველა ნორმის დაცვით უნდა გაგრძელდეს მთელი ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციები. მათ LOCKDOWN-ით ჩვენ კი არ უნდა ჩაგვკეტონ, არამედ ჩვენ უნდა ჩავკეტოთ მათი უკანონო საქმიანობა", - წერს მიხეილ სააკაშვილი.