კორონავირუსით ინფიცირებულთაგან 618 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 268 პირი. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 14 525.
4 618 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 279, აჭარაში - 734.
მძიმე პაციენტი გვყავს 619, მათ შორის, თბილისში - 336, აჭარაში - 83. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 268 პირი - მათ შორის, თბილისში - 124, აჭარაში - 79. 2 438 ადამიანი არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 1 174 - აჭარაში, ხოლო 841 - თბილისში. 7 469 პირი მკურნალობს ბინაზე.
დღეს, კორონავირუსით ინფიცირების 2 775 შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელა 3560 ადამიანი, გარდაიცვალა 22.