ყოველმა მეორე ადამიანმა საქართველოში მისცა ხმა "ქართულ ოცნებას". ამის შესახებ "ქართული ოცნების" წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, თუ ოპოზიციური პარტიის წევრები პარლამენტში არ შევლენ, "ქართული ოცნება" მარტო არ დარჩება, არამედ დარჩება ქართველ ხალხთან ერთად.
"საქართველოს პარლამენტში აუცილებლად შემოვლენ უმრავლესობის გარდა სხვა წევრები, მაგრამ ეს ასე თუ არ მოხდება, დამერწმუნეთ, ჩვენი პოლიტიკური ძალა მარტო არ დარჩება, ჩვენი პოლიტიკური ძალა დარჩება ქართველ ხალხთან ერთად, ვისი ხმების 48% აიღო „ქართულმა ოცნებამ“ ანუ ყოველმა მეორემ საქართველოში მისცა ხმა „ქართულ ოცნებას“. მე საერთოდ მგონია, „ნაციონალური მოძრაობა“ რაღაცა ფორმით დანარჩენ პარტიებს აბულინგებს. თუ ეს ადამიანები არ მოინდომებენ, არ მოისურვებენ იმ ვალდებულების შესრულებას, რაც მათ პირდაპირ საზოგადოებამ დაუკვეთა, როცა მათ ხმა მისცა, ეს არის მათი უპატივცემულობა, ეს არის მთლიანად ქვეყნის უპატივცემულობა, მაგრამ საქართველოს პარლამენტი დამერწმუნეთ უმუშევარი არ დარჩება", - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.