ხალხი არ დაიხევს უკან და მუდმივად იბრძოლებს, მანამ სანამ ივანიშვილის რეჟიმი არ აღიარებს, რომ მათ გააყალბეს არჩევნები, მოიპარეს, ჩაიდინეს საუკუნის ძარცვა და სანამ არ იქნება აღიარებული ნამდვილი შედეგები, ან არ ჩატარდება ახალი არჩევნები დროებით ადმინისტრაციის პირობებში, - თქვა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ვიდეომიმართვაში, რომელიც სოციალური ქსელით გაავრცელა.
მისი თქმით, კოვიდის ეპიდემიაგახდა უკონტროლო, რადან მთელი რიგი ქმედებები ხელოვნურად არ იქნა განხორციელებული ივანიშვილის მთავრობის მიერ და ეს გამოყენებულია ახლა ივანიშვილის მიერ, რათა ქვეყანა ჩაკეტოს, რათა ხალხში შექმნას პანიკა და ხალხმა არ დაიცვას თავისი არჩევანის შედეგები.
"კოვიდმა არ უნდა შეგვაჩეროს საქართველოსთვის ბრძოლაში, საქართველოს გადარჩენაში. და ჩვენი შვილების გადარჩენის საქმეში. კოვიდზე ჩვენ გვაქვს ზუსტი გეგმა",- თქვა სააკაშვილმა.