ვინც ახლა გამოვა და მოყვება, იმას თუ როგორ ხდებოდა გაყალბება, მოგეცემათ არა მხოლოდ სრული ხელშეუხებლობის გარანტიები, არამედ ყველანაირად წახალისდებით და იქნებით მხარდაჭერილი საქართველოს გარდამავალი და შემდეგი ხელისუფლებების მიერ, - ასე მიმართა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა საარჩევნო ადამინისტრაციის თანამშრომლებს ვიდეომიმართვაში, რომელიც სოციალური ქსელით გაავრცელა.
მან საარჩევნო ადამინისტრაციის თანამშრომლებს ურჩია, სანამ გვიანი არ არის დადგნენ ხალხის მხარეს.
„მინდა მივმართო საარჩევნო ადმინისტრაციაში გაყალბების უშუალო შემსრულებლებს - თქვენ რაც გააკეთეთ ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული, მაგრამ გაძლევთ გარანტიას და დარწმუნებული ვარ ამას ყველა დაეთანხმება, რომ ყველა ვინც ახლა გამოვა და მოყვება, იმას თუ როგორ ხდებოდა გაყალბება, მოგეცემათ არა მხოლოდ სრული ხელშეუხებლობის გარანტიები, არამედ ყველანაირად წახალისდებით და იქნებით მხარდაჭერილი საქართველოს გარდამავალი და შემდეგი ხელისუფლებების მიერ... მინდა უახლოეს დღეებში დაფიქრდეთ რაზე მოგაწერინეს ხელი, რამხელა დანაშაულში მიგაღებინეს მონაწილეობდა და რამდენად მნიშვნელოვანია ახლა ქართველი ხალხისთვის სიმართლის თქმა.
ბოლოს და ბოლოს ყველანი ქართველები ხართ. ნამდვილად არ მსურს, რომ ვინმეს მიმართ რაიმე რეპრესიები განხორციელდეს. მაგრამ ახლა სანამ გვიან არ არის დადექით ხალხის მხარეს. ეს არის ისტორიისთვის, თქვენი მომავლისთვის, ადამიანობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და რა თქმა უნდა საქართველოსთვის
ჩვენი ბრძოლა გრძელდება, ჩვენ ვმოქმედებთ, ვიმოქმედებთ სანამ ივანიშვილი არ აღიარებს და არ დააბრუნებს ნაძარცვ არჩევნებს“, - თქვა სააკაშვილმა.