დღეს, 25 ოქტომბერს, 11:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკაკი წერეთლის 170 წლის იუბილესთან დაკავშირებით სამეცნიერო კონფერენცია გაიხსნება. კონფერენციაზე სახელწოდებით: "აკაკი წერეთელი - პოეტი და საზოგადო მოღვაწე" მწერლის შემოქმედებისა და მოღვაწეობის შესახებ მოხსენებებით სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები წარსდგებიან. თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით გამართულ კონფერენციაზე დაგეგმილია აკაკი წერეთლის თხზულებების აკადემიური გამოცემების შესახებ მომზადებული მასალისა და სტუდენტური ფილმის - „აკაკის მოგზაურობის კვალდაკვალ" პრეზენტაცია.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მწერლის იუბილის აღნიშვნა აკაკის კვირეულის ფარგლებში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ორგანიზებული ღონისძიების ციკლის ნაწილია.
კონფერენცია ჩატარდება თსუ-ის V კორპუსში.