დღეს, 25 ოქტომბერს, 14:00 საათზე, " Georgian Fashion Week " - ის ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრში სამხატვრო აკადემიის კურსდამთავრებულთა კოსტიუმების გამოფენა გაიხსნება.
გამოფენაში მონაწილეობას მიიღებს 45 კურსდამთავრებული, ექსპოზიციაზე გამოიტანენ თავიანთი სადიპლომო ნამუშევარიდან თითო კოსტიუმს.
ღონისძიებაზე მიწვეულნი არიან ყველა ის უცხოელი დიზაინერი, რომლებიც Georgian Fashion Week "-ს თბილისში ეწვივნენ, ასევე თსსა-ს პროფესორ-ლექტორები.
გამოფენას თსსა-ს რექტორი გია ბუღაძე და სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი ელინა გედენიძე გახსნის.