დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში მიწისძვრა მოხდა.
სეისმური მონიტორინგის ცენტრის პირველადი ინფორმაციით, მიწისძვრა თბილისის დროით 18:04 საათზე მოხდა და 3.5 (ML) მაგნიტუდის სიდიდის იყო.
მიწისძვრის ეპიცენტრი ონთან, სოფელ ხარისთვალთან იყო.
სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ეს მონაცემები პირველადია და დაზუსტების შემდეგ, შესაძლოა, შეიცვალოს.