გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს აღმოსავლეთ ევროპის, სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის საკითხთა რწმუნებული მიხაელ ზიბერტი თავის ტვიტერზე საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს ეხმიანება:
"ახალმა საარჩევნო სისტემამ, რომლითაც საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა, გზას უხსნის უფრო მეტ საპარლამენტო პლურალიზმს. მნიშვნელოვანია ამ შანსის გამოყენება. ველით, რომ მეორე ტურში დაცული იქნება საერთაშორისო სტანდარტები. საარჩევნო პროცესში არსებული ნაკლოვანებები უნდა აღმოიფხვრას ყველა პოლიტიკური ძალის ერთიანი ძალისხმევით".