" Georgian Fashion Week " - ის ფარგლებში, ხვალ სამხატვრო აკადემიის კირსდამთავრებულთა კოსტიუმების გამოფენა გაიხსნება.
გამოფენაში მონაწილეობას მიიღებს 45 კურსდამთავრებული, ექსპოზიციაზე გამოიტანენ თავიანთი სადიპლომო ნამუშევარიდან თითო კოსტიუმს.
ღონისძიებაზე მიწვეულნი არიან ყველა ის უცხოელი დიზაინერი, რომლებიც " Georgian Fashion Week "-ს თბილისში ეწვივნენ, ასევე თსსა-ს პროფესორ-ლექტორები.
გამოფენას თსსა-ს რექტორი გია ბუღაძე და სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი ელინა გედენიძე გახსნის.
გამოფენის მხარდამჭერია ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრი (საგამოფენო სივრცის უზრუნველყოფა);
გამოფენა ხვალ, 25 ოქტომბერს, 14:00 საათზე ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრში გაიხსნება.