საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების 2295 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ინფიცირების დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 46817-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია განთავსდა მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე.
stopcov.ge-ის მონაცემებით, დღეისათვის ქვეყანაში COVID-19-ის 46817 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 31170 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა - 381.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3004 ადამიანი, კოვიდ სასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა შეადგენს - 2428, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 4355.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა კი შეადგენს - 41.