აჭარის მთავრობის სახლთან კარვებია გაშლილი, რომლებიც ოპოზიციის წარმომადგენლებმა აქციის დასრულების შემდეგ და სამოქალაქო აქტივისტებმა გაშალეს. მათ მთავრობის სახლის წინ ფერადი საღებავით ასფალტზე წარწერებიც დატოვეს.
შეკრებილები ხელისუფლებას არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებენ და არჩევნების განმეორებით ჩატარებას ითხოვენ.
კვირას, 8 ნოემბერს თბილისში დაგეგმილი აქციის პარალელურად ფართომასშტაბიანი გამოსვლები ბათუმშიც იგეგმება.