საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი twitter-ზე ქართულ ოცნებას მიმართავს და მოუწოდებს, რომ ოპოზიციურ პარტიებთან მოლაპარაკებები დაიწყონ.
"ქართული ოცნება - თქვენ ჩააგდეთ დემოკრატიის ტესტი. ნუ ჩამოშლით სახელმწიფოს, დაიწყეთ მოლაპარაკებები, ახლა!!!",- წერს მარგველაშვილი.
პარლამენტში შესვლაზე ყველა ოპოზიციურმა პარტიამ უარი თქვა. ისინი არჩევნების შედეგებს არ სცნობენ და ამბობენ, რომ ქართულმა ოცნებამ არჩევნები გააყალბა. დღეს, 3 ნოემბერს კი ოპოზიციურმა პარტიებმა მემორანდუმი გააფორმეს.