მომავალი წლის განმავლობაში საგარეო საქმეთა სამინისტრო რამდენიმე ქვეყანაში საქართველოს წარმომადგენლობის გახსნას აპირებს.
ამის შესახებ ჟურნალისტებს მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ განუცხადა.
მისივე განმარტებით, სანამ წარმომადგენლობები გაიხსნება, ყველა შესაბამისი ქვეყნის დედაქალაქში საგარეო უწყებიდან სპეციალური წარმომადგენელი გაიგზავნება, რომელიც ოფიციალურ თბილისს მოლაპარაკებების წარმოებაში დაეხმარება.
"იმ ქვეყნების სია, სადაც ჩვენი წარმომადგენლობების გახსნა იგეგმება, საკმაოდ ვრცელია და იმედია, აღნიშნულის განხორციელების საშუალებას მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტი მოგვცემს", - განაცხადა კალანდაძემ.
ერთადერთ პრიორიტეტულ სახელმწიფოდ, სადაც საქართველოს თავისი საელჩო ექნება, კალანდაძემ ამ ეტაპზე კანადა დაასახელა.