ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
ოპოზიციის ლიდერებისა და მათი მხარდამჭერების მიერ დაორგანიზებული აქციის მონაწილეები, საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ და ცესკო-ს თავმჯდომარის თამარ ჟვანიას დაუყოვნებლივ გადადგომას მოითხოვენ.
გაბრაზებული მოქალაქეები ცესკო-ს შენობასთან აღმართულ რკინის ჯებირებზე ქვებით აბრახუნებენ.
ავტოკოლონა რესპუბლიკის მოედნიდან ცოტა ხნის წინ დაიძრა.
ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცავებიც.