ევროპული საქართველოს წევრის, შალვა შავგულიძის თქმით, პარლამენტში შესვლა იქნება მცდელობა ლეგიტიმაციის ყალბი სურათის შექმნის.
შავგულიძემ აღნიშნა, რომ მეორე ტურიც იქნება ლეგიტიმურობის სურათის შექმნა, რასაც ის და ევროპული საქართველო არ აპირებს.
„ეს არჩევნები, არც სამართლიანად ჩატარებულა და არც თავისუფალი შეიძლება ეწოდოს.
შესაბამისად, ასე ჩატარებული არჩევნები ლეგიტიმური არაა და არალეგიტიმურ პარლამენტში შესვლა და მასში მონაწილეობა ეს იქნება, რაღაც მცდელობა, ლეგიტიმაციის ყალბი სურათის შექმნის. რასაც, რა თქმა უნდა, არ ვაპირებთ და ამ პარლამენტს სრულ ბოიკოტს ვუცხადებთ!
რაც შეეხება მეორე ტურს, ამ ხელისუფლების ჩატარებული პირველი ტური ვნახეთ, როგორიცაა და ამავე ხელისუფლების მიერ მეორე ტურის ჩატარება, ლეგიტიმურობის სურათის შექმნა იქნება და არც ამას არ ვაპირებთ. პარლამენტი ერთი ადამიანის მიერ შექმნილი თავყრილობა იქნება, რომელსაც არანაირი წონა არ ექნება,“ - განაცხადა შავგულიძემ.