მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება. მოლდოვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, უკვე დათვლილია ხმების 99 პროცენტზე მეტი.
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ერთმანეთს მოქმედი პრეზიდენტი იგორ დოდონი და ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პარტია "მოქმედებისა და სოლიდარობის" კანდიდატი მაია სანდუ დაუპირისპირდებიან.
იგორ დოდონმა ამომრჩეველთა ხმების 33,8% დააგროვა, ყოფილ პრემიერ-მინისტრს, მაია სანდუს კი მხარი 34,7%-მა დაუჭირა.
პრეზიდენტის თანამდებობის დასაკავებლად არჩევნებში 12 კანდიდატი იბრძოდა, თუმცა 50%-იანი მხარდაჭერის მიღება ვერ შეძლეს.
მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 15 ნოემბერს გაიმართება.
ფოტო: EPA