"ერთიანი საქართველოს" ლიდერი ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ პოლიტიკური სპექტრი საერთაშორისო პარტნიორებს ყველაფერში მონური მორჩილებით არ უნდა მიყვეს.
"ჩვენ ძალიან დიდ ანგარიშს ვუწევთ საერთშორისო პარტნიორებს, მათი დიდი დამსახურებაა, რომ საერთოდ მოვახერხეთ და საკონსტიტუციო ვცლილებები მივიღეთ, მაგრამ არ ნიშნავს იმას, რომ ყველაფერში, მონური მორჩილებით მივყვებით.
მოწიფული დემოკრატიისთვის შეუსაბამოაო და უკაცრავად, რომელი მოწიფული დემოკრატია, შუა საუკუნეებივით, ფეოდალი გვმართავს, არაფორმალური მმართველი და რატომღაც ასეთი სტანდარტი არ დაუწესებიათ იგივე ბელორუსისთვის, სადაც იმის ნახევარი კი არა, მეათედი დარღვევები არ ყოფილა, რასაც ჩვენ ეთერში ვხედავდით.
პირდაპირ მოსყიდვებს, ფულის გადაცემებს საარჩევნო უბანთან და მე ვეთანხმები იმ მოთხოვნას, ან ცესკოს თავმჯდომარე, ან საოლქოს თავმჯდომარე, ან ის ადამიანები, ვინც გაყალბებულ ოქმს აწერს ხელს, ვისი წარმომადგენელიც არ უნდა იყოს, ერთხელ და სამუდამოდ სისხლის სამართლის კანონმდებლობით უნდა დაისაჯოს, წავიდეს ციხეში და საქართველოში ეს დასრულდება", - განაცხადა "ღამის კურიერში" ბურჯანაძემ.