შეუძლებელია ამაყი, ვაჟკაცი პატრიოტი ხალხი დაჩაგრო ერთ კონკრეტულ დღეს, ორ კონკრეტულ დღეს, - თქვა ნიკა მელიამ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას.
„უამრავი თაობები მდგარა ამ მოედანზე და ყველას გაუმარჯვია, ყველა ეტაპზე საქართველოს სახელმწიფოებრივ განვითარების ეტაპებზე და ჩვენც გავიმარჯევებთ. შეუძლებელია, სხვაგვარი შედეგი უბრალოდ ისტორიის მიერ აკრძალულია.
ძლიერი ვარ, მტკიცე ვარ, როგორც არასდროს. მე ჩემს შვილს, სანდრო მელიას თვალებში ვერ ჩავხედავ, არ მინდა ჩავხედო ამ დამცირების, ამ მუქარების, ძალადობრივი აქტების შემდეგ, რაც იკადრა ოლიგარქმა იმიტომ რომ მას აქვს ხელისუფლება მიტაცებული.
სანამ ჩვენ არ გავიმარჯვებთ, მე ჩემს ბავშვს თვალებში ვერ ჩავხედავ გამორიცხულია, რის ფასადაც უნდა დამიჯდეს.
მე როგორც ერთ-ერთი რიგითი ჯარისკაცი გეუბნებით, მე მირჩევნია ჩემი სიცოცხლე შეწყდეს, ვიდრე დამცირებული ქართველი ერი ვიხილო იმ ადამიანის მიერ, ვისაც ანი და ბანი არ გაეგება ქართველი ერის ნიჭიერების შესახებ.
ძალიან მინდა გთხოვოთ ყველას, ეს ის პერიოდია უკვე ეგზისტენციალურად მნინელოვანი, უკან დახევა არ იქნება, ერთმანეთი გავამხნევოთ, გავმაგრდეთ, ვიბრძოლებთ ბოლომდე და იმ პარლამენტის უფლებამოსილების ცნობა ამ პარლამენტში არ მოხდება.
ჩვენც, ნაციონალური მოძრაობის სახელით, არ ვცნობთ ამ არჩევნების შედეგებს, ვითხოვთ ახალ არჩევნებს თავისუფალ გარემოში ჩატარებულს.
კვირას, 3 საათზე ბევრნი შევიკრიბებით, მაგრამ ეს იმას არნიშნავს, რომ დღეს, ხვალ ბრძოლას ვწყვეტთ, არავით არ შემთხვევაში. ეს ისტორია ჩვენი დასაწერია, გავიაზროთ, რა მნიშვენლოვან ეტაპზე ვართ, ჩვენ გვერგო პატივი ამ თანამედროვე ხალხს ვინც ერთმანეთს ახლა ვხედავთ და ვუსმენთ, ამ ბედის მჭედლები ვიყოთ და ჩარხი წაღმა დავატრიალოთ, ბევრ ერს და ბევრი ერის თაობებს არა აქვთ ეს პატივი და დავიჯეროთ, რომ ჩვენ გვაქვს ეს პატივი და ჩვენ ეს უნდა განვახორციელოთ
გპირდებით, ამ ბრძოლიდან დამარცხებული არ გავალთ... როგორც არასდროს ჩვენ ახლა გვჭირდება ერთობა და ეს ერთობა არის“, - თქვა მელიამ.