დამნისის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ დმანისში ენმ-ძალა ერთობაშიას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, კახა ოქრიაშვილის ბიძაშვილი, გაერთიანებული ოპოზიციის დმანისის შტაბის ხელმძღვანელი და დმანისის საკრებულოს თავმჯდომარე, მერაბ ოქრიაშვილი დაჭრეს.
"ორი ტყვიით არის ფეხში დაჭრილი და მივდივარ მეც ბოლნისში, დმანისიდან მოჰყავთ ბოლნისში, რადგან დმანისი საავადმყოფოში ნორმალური ქირურგი არაა. არაფერი ვიცი, იმედი მაქვს, რომ გადარჩება. ეს არის პოლიტიკური თავდასხმა, ორი თვეა მიდის ეს პროცესი, სროლა, მთელი ამბავი და დასაჯეს მერაბი იმიტომ, რომ მე მიჭერდა მხარს, - ამბობს კახა ოქრიაშვილი ტვ პირველთან საუბრისას.