ოპოზიციიდან მეორე ტურში გავიდა გრიგოლ ვაშაძე, რომელსაც მხარდაჭერას გამოვუცხადებ, თუ განაგრძობს ბრძოლას, - წერს თავის ოფიციალურ გვერდზე ევროპული საქართველოს წევრი, ოთარ კახიძე.
“ისევ მოსყიდვა, დაშინება, კრიმინალების და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება. ეს არ არის თავისუფალი არჩევნები და ამომრჩევლის ნების თავისუფალი გამოვლენა. ქუთაისში მადლობას ვუხდი ათასობით მოქალაქეს, ვინც ამ მძიმე ფონზე მაინც მოვიდა და მხარი დამიჭირა. ოფიციალური მონაცემებით, ოპოზიციიდან მეორე ტურში გავიდა გრიგოლ ვაშაძე, რომელსაც მხარდაჭერას გამოვუცხადებ, თუ განაგრძობს ბრძოლას“, - წერს ოთარ კახიძე.