არჩევნები გაყალბდა ტოტალურად. შედეგებს არ ვაღიარებთ, - ამის შესახებ "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს წევრმა, ანზორ ბიწაძემ ნიკა მელიას შტაბთან განაცხადა, სადაც ამ წუთებში ოპოზიციის წარმომადგენლები არიან შეკრებლები.
ანზორ ბიწაძის განცხადებით, არჩევნები ტოტალურად გაყალბდა.
"ჩვენ დავიცავთ ქართველი ხალხის არჩევანს. ყველა ოპოზიციური პარტია, გარდა ივანიშვილის სატელიტებისა, ვთანხმდებით, რომ არჩევნები არის არალეგიტიმური, ეს არჩევნები არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას და ჩვენ ამ არჩევნების შედეგებს არ ვცნობთ. მოგვიანებით გაკეთდება ერთობლივი განცხადება ამასთან დაკავშირებით", - განაცხადა ანზორ ბიწაძემ.