საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ ავღანეთის ორივე საარჩევნო უბანზე "ქართული ოცნება" ლიდერობს.
"ავღანეთის მისიაში არჩევნების შედეგები - პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო"
მაზარი შარიფი - 84,7%
ბაგრამი-ქაბული - 93,3%
ეს ნდობა 10-ჯერ უფრო მეტ პასუხისმგებლობას მაკისრებს ჩვენი საამაყო ჯარის მიმართ, ქედს ვიხრი თქვენს წინაშე. კიდევ უფრო დიდი მოტივაციით გავაგრძელებ ჯარის გაძლიერებას", - წერს თავდაცვის მინისტრი სოციალურ ქსელში.