გაერთიანებული ოპოზიციის პრემიერ მინისტრობის კანდიდატმა მიხეილ სააკაშვილმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატურა მოხსნა.
"მე არ მაინტერესებს არც ერთი თანამდებობა, მათ შორის, არც პრემიერ-მინისტრის თანამდებობა საქართველოში, მაგრამ მე სად ვიქნები ფიზიკურად, ჩემი ქვეყნის სამსახურში, ამას გამოვაცხადებ უახლოეს დღეებში," - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
სააკაშვილი მიმართავს ბიძინა ივანიშვილსაც და მას ხელისუფლების მშვიდობიან გადაბარებას ურჩევს. ეს განცხადება საქართველოს მესამე პრეზიდენტმა ცოტა ხნის წინ გააკეთა.