თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, პროვოკაციები, სწორედ იმ ოლქებში მოხდა, რომლებზეც რამდენიმე დღის წინ "ქართული ოცნების" ლიდერებმა ისაუბრეს.
კალაძემ ასევე აღნიშნა, რომ ნებისმიერი კანონდარღვევას შესაბამის სამსახურების მხრიდან რეაგირება მოჰყვება.
"ვინც კი გაბედავს კანონს გასცდეს, შესაბამისი რეაგირება მოჰყვება სამსახურების მხრიდან. სახელმწიფო იქნება მოწოდების სიმაღლეზე. არავის ეპატიება კანონს გადასცდეს, თორემ ახლა განსხვავებული აზრი არსებობს ქვეყანაში, განსხვავებული მოსაზრებები არსებობს ქვეყანაში და სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება, რომ უმაღლეს დონეზეა და დაცულია, მგონი ყველა ვთანხმდებით ამაზე", - განაცხადა კალაძემ.